ვერეს ხეობაში დაზიანებული გზა მოინახულა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. დავით ებრალიძის თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში უწყების დამატებითი ძალები არიან მობილიზებული. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოყოფილი იქნება ყველა სახის ახალი ტექნიკაც.
“უფროდაუფრო იზრდება თავდაცვის სამინისტროს როლი ტექნიკით და ცოცხალი ძალით. მოითხოვეს შვეულმფრენი და წყნეთის მიმართულებით დაიზვერება ტერიტორია და თუ საჭირო იქნება მთის ჩამოშლა შეიძლებ პატარა აფეთქებებიც დასჭირდეს, ასე რომ სამინისტრო მობილიზებულია,”-განაცხადა დავით ებრალიძემ.