გავივლით კონსულტაციებს მთავრობასთან და ვეცდებით დახმარება გავუწიოთ მათ- შვეიცარიის ელჩი დახმარებისთვის მზად არის

შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი მხად არის საქართველოს მთავრობას დახმარება აღმოუჩინოს. განცხადება დიპლომატმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. შვეიცარიის ელჩმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს.

“სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მწუხარებას გამოვთქვამ იმ ადამიანების მისამართით რომლებმაც დაკარგეს სახლები და ღია ცის ქვეშ დარჩნენ. შვეიცარიის მთავრობა ყოველთვის ერთვება ჰუმანიტარულ პროცესებში და დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარებას ვუწევთ. გავივლით კონსულტაციებს მთავრობასთან და ვეცდებით დახმარება გავუწიოთ მათ,”- აცხადებს შვეიცარიის ელჩი.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო წყნეთის მიმართულებით დამატებითი თექნიკის გამოსაყოფად მზად არის
შემდეგი სტატიაბიბისი: წყალდიდობა თბილისში