“დღეს მიზეზების ძიების დრო არ არის“-ნიკა მელია ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს

“ნაციონალური მოძრაობა” მზად არის სამაშველო სამუშაოებში ჩაერთოს. პარტიის წევრები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და აცხადებენ, რომ მზად არიან დადგნენ ხელისუფლების გვერდით პრობლემის აღმოფხვრაში მონაწილეობის მისაღებად.

„ჩვენ შევქმენით მობილური ჯგუფი, 400-მდე ადამიანია მზად და ხელისუფლებას შევთავაზეთ, რომ ერთად შევებრძოლოთ ამ სტიქიურ უბედურებას, მეათე მხარეს უნდა გადაიწიოს ყოველგვარმა პოლიტიკურმა უთანხმოებამ. დღეს მიზეზების ძიების დრო არ არის,“ – აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშითბილისის რაიონების გამგეობებში დაზარალებული მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნები და ნივთები შეგროვდება
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო წყნეთის მიმართულებით დამატებითი თექნიკის გამოსაყოფად მზად არის