თავდაცვის სამინისტრო რიგითი გივი სიმონის ძე კირკიტაძის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა

ხიდაშელის უწყება გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. სამხედრო მოსამსახურე კრწანისის სასწავლო ცენტრთან, მიტოვებულ შენობაში ჩამომხრჩვალი იპოვეს

უწყების ინფორმაციით გივი კირკიტაძე სამხედრო ნაწილიდან დათხოვნაში იმყოფებოდა და მეორე დღეს სასწავლო ცენტრში არ გამოცხადდა.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი გივი სიმონის ძე კირკიტაძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში” სასწავლო კურსზე იყო მივლინებული. 2015 წლის 10 ივნისს გივი კირკიტაძე სამხედრო ნაწილიდან დათხოვნაში იმყოფებოდა და მეორე დღეს სასწავლო ცენტრში არ გამოცხადდა. მოგვიანებით, იგი სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს იძიებს შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის სამმართველოს პირველი განყოფილება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვეთში ახალ არჩეული პრემიერი და მთავრობა გადადგა
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ მერიას გაცილებით მეტი ოდენობის სესხის აღების შესაძლებლობა ეძლევა, ვიდრე ადრე ჰქონდა