თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში მიემგზავრება

ჩეხეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თინა ხიდაშელი, ჩეხ კოლეგას მარტინ სტროპნიცკის, საგარეო საქმეთა მინისტრ ლუბომირ ზაორალეკს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტნაგ კაპანაძეც დაესწრებიან.

დაგეგმილია სპეციალური ტურიც, რომლის დროსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები ჩეხეთის სამხედრო ინდუსტრიას გაეცნობიან.

თავდაცვის მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკაში ხვალ გაემგზავრება.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი არ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა ვეტოს “ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” ცვლილებებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი პროკურატურის რეფორმას აფასებს