პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა ვეტოს “ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” ცვლილებებს

გიორგი მარგველაშვილი კიევში

გიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხს სკეპტიკურად უყურებს.

როგორც მარგველაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, სკეპტიციზმი გამოიწვია იმ პროცესმა, თუ როგორ მოხდა ამ კანონპროექტის წარდგენა და შემდგომ მიღება.

“საქართველოს გააჩნია ასოცირების დღის წესრიგი, ის ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტია, რომლის მიხედვითაც უნდა ვითარდებოდეს და ვითარდება კიდეც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება. ამ დოკუმენტში შავით-თეთრზე წერია, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა უნდა გაძლიერდეს და მეტიც, საკანონმდებლო დახვეწის პროცესში უნდა იყვნენ ჩართულები ევროკავშირის და ევროპული ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები. კანონის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიწყებთ რეფორმირებას ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ სექტორში. საბანკო სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი სტაბილური და განვითარებული ნაწილია. ამ პროცესში, უცებ, ყველაზე ეფექტური ნაწილიდან რეფორმის დაწყება თავისთავად კითხვის ნიშანს ბადებდა. თუ გადავწყვიტეთ, რომ მაინცდამაინც საბანკო სექტორის რეფორმა უნდა განვახორციელოთ, რა ტენდენციით ვახორციელებთ ამას? ეს ტენდენცია ეწინააღმდეგება იმ ტენდენციებს, რაც ევროპაში არსებობს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ მისი კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, პასუხგაუცემელია.

რაც შეეხება კანონპროექტზე ვეტოს დადების შესაძლებლობას, პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ დასმულ კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა.

“თქვენ შეგიძლიათ ბუნებრივად დაასკვნათ ჩემი გადაწყვეტილება რა იქნება, მაგრამ მე არ მინდა გავცდე ფორმალურ საზღვრებს. კანონპროექტის ბოლო ვერსია ჯერ არ შემოსულა ადმინისტრაციაში და სანამ ის არ იქნება შემოტანილი, ბოლო დეკლარაციისგან თავს შევიკავებ. თუმცა, ჩემი პოზიცია ბუნებრივად ნათელია”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მე არ ვსვამ კითხვას – წავაგებთ თუ არა ომს, მე ვიცი, რომ ჩვენ მოვიგებთ”
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში მიემგზავრება