ზურაბ ჯაფარიძე: რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გრძელვადიან შედეგს ვერ მოიტანს

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

“ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიყენოს მათი რეკომენდაციები ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, რადგან რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელზეც, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას დღეს ეროვნული ბანკი მიიღებს, მხოლოდ მოკლე ვადიან შედეგს გამოიღებს. ზოგადად პრობლემის მოგვარებისთვის კი საჭიროა ეკონომიკური პროცესების გაჯანსაღება. ამ თემაზე დღეს პარტიის ოფისში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ზურაბ ჯაფარიძემ გამართა.

“ეროვნულ ბანკს აქვს გარკვეული მონეტარული ბერკეტები იმისათვის, რომ შეანელოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ერთის მხრივ ბაზარზე დოლარის ინექციით და მეორეს მხრივ, მიმოქცევაში არსებული ლარის მასის ამოღებით, რასაც, მაგალითად, გამოიწვევს რეფინანსირების განაკვეთის აწევა, მაგრამ ეს არის დროებითი მექანიზმები იმისათვის, რომ ლარის კურსი იყოს სტაბილური. ამას ჭირდერბა ეკონომიკური გაჯანსაღება და ეს არ არის დამოკიდებული ეროვნული ბანკის საქმიანობაზე, ეს მთავრობის გასაკეთებელია,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ონოფრიშვილი ლარის კურსის გაუფასურების შეჩერების ბერკეტებზე საუბრობს
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების დირექტორი დააკავეს