სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების დირექტორი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების დირექტორი დააკავეს. როგორც ცნობილია გიორგი ელიზბარაშვილი დღეს დილით დააკავეს და გამოძიება 332-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

სავარაუდოდ, დაკავება პატიმრის წამების ბრალდებით მოხდა. ამ წუთებში სასჯელაღსრულების სამინისტროში ამ თემაზე განმარტება კეთდება.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმციით, ელიზბარაშვილი ბრალდებას არ აღიარებს. არსებული ცნობით, იგი ამ წუთებში მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული და ბრალს დღის მეორე ნახევარში ოფიციალურად წარუდგენენ.

 

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გრძელვადიან შედეგს ვერ მოიტანს
შემდეგი სტატიარა ინფორმაციას ფლობს სოსო ჯოგლიძე-ადვოკატი სოსანაშვილის უდანაშაულობის დამტკიცებაზე საუბრობს