ზურაბ ადეიშვილი: უნდა ითქვას ღიად, ვისი ქონება ვის ხელში ჩავარდა

„არაფერი შეცვლილა, თუ არ გაუარესდა"- ადეიშვილი მედიაზებიზნესსექტორზე ზეწოლის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას ზურაბ ადეიშვილი 2004 წლის პროცესებს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ მთელი ეკონომიკიდან სიკეთეს 100 ოჯახამდე იღებდა. ასეთი სისტემის შეცვლას კი შეცდომები ახლავს.

„ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემები, რადგან არ გვქონდა გამოცდილება, როგორ უნდა გადავსულიყავით იმ ტოტალური გადაუხდელობების სისტემიდან დღევანდელი სისტემამდე, სადაც ბიზნესის უმეტესობა იხდის გადასახადებს და დღევანდელი ბიზნესი არის თეთრი,“ – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა და ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც ბიზნესწარმოების მხრივ საქართვლოში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა.

„თუ ლაპარაკია რეკეტზე, რეკეტზეა საუბარი იმ შემთხვევაში, როცა აქვს ვინმეს პირადი გამორჩენა. თუ რომელიმე პროკურორს, დაწყებული ჩემით და დამთავრებული რიგითი პროკურორით, ამ მხრივ აქვს მიღებული რაიმე სიკეთე, მაშინ ეს უნდა ითქვას ღიად, ვისი ქონება ვის ხელში ჩავარდა,“ – აცხადებს ადეიშვილი.

banner
წინა სტატიაში“პროკურატურა კვლავ დარჩა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილად” – ადეიშვილი დღევანდელ პროკურატურაზე
შემდეგი სტატიაეს ტენდენცია კი მას შემდეგაც გრძელდება -ადეიშვილი პატიმრებზე