“პროკურატურა კვლავ დარჩა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილად” – ადეიშვილი დღევანდელ პროკურატურაზე

adeishvili2“სამწუხაროდ, პროკურატურა კვლავ დარჩა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილად,” – განაცხადა გადაცემა არჩევანში ზურაბ ადეიშვილმა და აღნიშნა, რომ პროკურატურა ვერ გათავისუფლდა პოლიტიკური ზეგავლენისგან.

„ფაქტია, რომ დღეს ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისა,“ – განაცხადა ადეიშვილმა.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ერთ-ერთ სერიოზულ შეცდომა იყო ის, რომ დაიხარჯა დიდი რესურსი სამართალდამცავ სტრუქტურების რეფორმირებაში, მაგრამ მცირე რესურსი დაიხარჯა სასამართლო ხელისუფლებაში.

„და ესეც იყო გარკვეული შეცდომა. ეს შანსი ნამდვილად გაუშვა ჩვენმა ხელისუფლებამ. დღეს კი ეს ნაბიჯები არ იდგმევა ახალი ხელისუფლების მიერაც,“ – აცხადებს ადეიშვილი.

banner
წინა სტატიაში„საქართველო დამოუკიდებელი სასამართლოს შანსს კარგავს“ – ზურაბ ადეიშვილი
შემდეგი სტატიაზურაბ ადეიშვილი: უნდა ითქვას ღიად, ვისი ქონება ვის ხელში ჩავარდა