ეს ტენდენცია კი მას შემდეგაც გრძელდება -ადეიშვილი პატიმრებზე

„ჩვენ დავაგვიანეთ რეფორმები, რადგან არ იყო გამოცდილი კადრები,“ – ასე პასუხობს ზურაბ ადეიშვილი შეკითხვას, თუ რატომ გაიზარდა პატიმართა რაოდენობა წინა ხელისუფლების დროს.

ადეიშვილი ამბობს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის დროს საქართველოში მძიმე კრიმინალური მდგომარეობა იყო, რომელიც დროულად უნდა გამოსწორებულიყო.

„იყო გატაცებები მანქანების, ადამიანების. ასევე იყვნენ კანონიერი ქურდები, იყო მათი გავლენებიც. გულდასმით შევისწავლეთ ყველა სხვა ქვეყნის გამოცდილება ამ მხრივ და ამერიკული, კერძოდ ნიუ იორკის გამოცდილება გამოვიყენეთ. ეს იყო ჩატეხილი ფანჯრის თეორია, რომელიც ამბობს, რომ პატარა დანაშაულიდან იწყება დიდი დანაშაულიო,“ – ამბობს ზურაბ ადეიშვილი.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი აცხადებს იმასაც, რომ სწორედ ამ მოდელიდან გამომდინარეობდა ნულოვანი ტოლერანტობა, რის გამოც პატიმართა რიცხვი სწრაფად გაიზარდა.

„ნულოვანმა ტოლერანტობამ გამოიღო შედეგად ის, რომ პატიმართა რაოდენობა გაიზარდა ძალიან სწრაფად. ჩვენი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ ადრე ვერ დავიწყეთ ალტერნატიული მექანიზმების ამუშავება. ამაში ვგულისხმობ განრიდებას, პრობაციის უფრო ეფექტურ ამუშავებას, საზოგადოებრივი საქმიანობის შეთავაზებას როგორც ალტერნატიულ სასჯელად და ასე შემდეგ. ჩვენ დაგვაგვიანდა და ამ ყველაფერის დანერგვა 2010 -2011 წლებში დავიწყეთ.

“თუმცა, აღასანიშნავია ისიც, რომ ამის გაკეთებას ჩვენი გამოცდილებიდან და რესურსებიდან გამომდინარე 2004-2005 წლებში ვერ შევძლებდით. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის მერიას ვერ ეტყოდი და დაავალებდი, რომ მსჯავრდებულ ადამიანს შეესრულებინა საზოგადოებრივი სამუშაოები მაშინ, როცა ქალაქში არც გზა იყო, არც ელექტროენერგია და არც ბუნებრივი აირი. აქვე იყო საფრთხე, რომ თანხის სანაცვლოდ შესაძლებელი იყო მსჯავრდებულს თავი აერიდებინა ამ სამუშაოებისათვის. ასეთი შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში ხშირია.

“ამაზე უფრო ეფექტურად რომ გვემუშავა, პენიტენციალურ სისტემებში მსჯავრდებულთა რიცხვი საგრძნობლად დაიწევდა. ეს ასეც მოხდა უბრალოდ 2011 წლიდან და დაახლოებით 20%-ით შემცირდა მათი რაოდენობა. ეს ტენდენცია კი მას შემდეგაც გრძელდება,“- განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა გიორგი გაბუნიასთან საუბრის დროს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ადეიშვილი: უნდა ითქვას ღიად, ვისი ქონება ვის ხელში ჩავარდა
შემდეგი სტატიაზურაბ ადეიშვილი: ევროპაში ცხოვრება ადვილი არ არის