ზურაბ აბაშიძე – ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯაშუშობაში ბრალდებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდა

რუსეთის ფედერაციამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯაშუშობაში ბრალდებული სამი საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა.
ამის შესახებ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მალე დანარჩენი დაკავებულებიც გათავისუფლდებიან.
“ეს თემა დელიკატურია. დიახ, ჩვენი მოქალაქეების გარკვეული რაოდენობა სასჯელს იხდიდა რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ სამი მათგანის საქართველოში დაბრუნება შევძელით. ამ პროცესს ვაგრძელებთ და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში დანრჩენილი რამდენიმე ადამიანიც საკუთარ სახლს დაუბრუნდება”, – აღნიშნა აბაშიძემ.
მისივე თქმით, პირველი ნაბიჯი საქართველომ გადადგა, როდესაც რუსეთის დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელებისთვის დეკლარირების პროცედურა გაამარტივა