შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელებისთვის დეკლარირების პროცედურა გაამარტივა

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელებს მომსახურების ახალ ფორმას სთავაზობს.
როგორც “თაიმერს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე, წინასწარი დეკლარირების მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დოკუმენტების ფიზიკური მიტანის ალტერნატივად, შესაძლებელია დოკუმენტების ჩაბარება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრში, კერძოდ, თბილისი, კოსტავას 68ა (საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის გვერდით), სადაც გეზ-ის მომსახურების სამმართველოს ოფიცრები განახორციელებენ საქონლის წინასწარი დეკლარირებისათვის საჭირო საბაჟო პროცედურებს.
სერვისცენტრი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10.00 – საათიდან 18.00 – საათამდე.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე – ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯაშუშობაში ბრალდებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდა
შემდეგი სტატიათბილისის მერია სერვისის მომწოდებელი კომპანიების სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს