15 მარტს ზუგდიდში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეებს დღეს დილიდან ქალაქის სამმართველოში კითხავენ.
ამ დროისთვის სამმართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი ზონის“ წევრები იმყოფებიან, მანამდე კი სამართალდამაცველებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ადგილობრივი თვითვმმართველობის წარმომადგენლები დაკითხეს.
ორივე მხარე მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებს.