ზვიად ტომარაძე-‘მთელ ქალაქში უშიშროების თანამშრომლები არიან’

ზვიად ტომარაძე:-‘მთელ ქალაქში უშიშროების თანამშრომლები არიან’

ზვიად ტომარაძე:-‘მთელ ქალაქში უშიშროების თანამშრომლები არიან’„დემოგრაფიული განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის ზვიად ტომარაძის განცხადებით, ფერეიდნელმა ქართველებმა ფერეიდუნშაჰრის მთავარ მოედანზე „ქართული ანბანის” ძეგლი დადგეს და შიშობენ, ამ ძეგლს ირანის უშიშროების სამსახური დაანგრევს. ტომარაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ფერეიდანელი ქართველების დაცვისკენ მოუწოდებს.

„გუშინ ირანში ფერეიდნელმა ქართველებმა ფერეიდუნშაჰრის მთავარ მოედანზე, მიუხედავად ირანელების წინააღმდეგობისა, „ქართული ანბანის” ძეგლი დადგეს.
ქართველები ძეგლს მთელი ღამე ყარაულობდნენ, რადგან ჰგონიათ – ირანის უშიშროება ძეგლს დაანგრევს. ფერეიდნელი ქართველი ანდრო ნაგელიანი წერს: მთელ ქალაქში უშიშროების თანამშრომლები არიან. მთელი ქალაქი ფეხზე დგას და საკუთარი ქართველობის დასაცავად მზად არიან…
მივმართავ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყველაფერი გააკეთოს ფერეიდნელი ქართველების დასაცავად!” – აცხადებს ტომარაძე.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეების სასამართლო მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაეკა დუგლაძე:-„ჩემი თანამებრძოლები ხშირად მისვამენ კითხვას – რისთვის ვიბრძოდით?“