ზუგდიდში ახალი სტადიონი აშენდება

2016-2017 წლების სეზონს საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ ახალ სტადიონზე დაიწყებს. სტადიონი ენგურქაღალდკომბინატის ტერიტორიაზე შენდება.

პარალელურად, დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა, რომელსაც ტრიბუნებიც ექნება. გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების პროექტის მიხედვით, „ზუგდიდს“ საკუთრებაში უნდა გადაეცეს განმუხურის სტადიონი და ამასთან ერთად, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდეს რუხის სპორტულ ბაზასა და ზედაეწერის სტადიონს. ეს სპორტული კომპლექსებიც ზუგდიდის საკუთრებაში გადავა.

„სამწუხაროდ, წლების მანძილზე, ზუგდიდური გუნდი უმაღლეს ლიგაში სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა და ეს ამ ქალაქს ნამდვილად არ ეკადრება. ჩვენთან მოდის ნიჭიერი და პერსპექტიული თაობა, მათ აუცილებლად მხარდაჭერა სჭირდებათ. ყველაფერს ამას კი,უპირველესად, კარგი და გამართული ინფრასტრუქტურა განაპირობებს. სამწუხარო ფაქტია, რომ ყოფილი ცენტრალური ხელისუფლების უშუალო ჩარევით დემონტაჟი ჩაუტარდა ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონს, რამაც ზუგდიდური ფეხბურთის წინსვლას ძალიან შეუშალა ხელი. მთავრობის მხარდაჭერითა და უშუალოდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანადგომით, ზუგდიდს ახალი, მესამე კატეგორიის უეფას სტანდარტების სტადიონი ექნება, რაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა „ზუგდიდის“ დირექტორმა გელა ინალიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიჭვინთის მოსახლეობა ცნობილი ორღანის შენარჩუნებას ითხოვს
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძის მომავალ არასასესიო კვირას კომიტეტებში მოუსმენენ