ნინო გვენეტაძის მომავალ არასასესიო კვირას კომიტეტებში მოუსმენენ

ნინო გვენეტაძის მომავალ არასასესიო კვირას კომიტეტებში მოუსმენენ.
როგორც ეკა ბესელიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, კონკრეტული ჩამოყალიბებული გადაწყვეტილების მისაღებად ერთსაათიანი შეხვედრა არ არის საკმარისი

“ამ საკითხზე საბოლოოს გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობაში ერთსაათიანი სხდომა არ არის საკმარისი, მომავალ არასასესიო კვირას ნინო გვენეტაძეს კომიტეტებში მოვუსმენთ, ასევე საკითხი პოლიტიკურ ჯგუფებში და უმრავლესობის შეკრებაზეც განიხილება – მომავალი სასესიო კვირისთვის კი მმართველ საპარლამენტო გუნდს საკუთარი ერთიანი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული ექნება”, – განუცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ახალი სტადიონი აშენდება
შემდეგი სტატია“ჩირიკბას თურქეთში ჩასვლა განხორციელდა აბსოლუტურად არაოფიციალურ ფორმატში”