ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელი

ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელი

ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელიროგორც ახალაიამ გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, აშკარად გამოჩნდა, რომ ხიდაშელისთვის მთავარი მინისტრის სავარძელი იყო.

„თინათინ ხიდაშელის მინისტრობაზე რა შეიძლება ითქვას: პირველივე წუთებიდან ჩანდა, რა კმაყოფილი იყო ვაჭრობის შედეგით. თითქოს საქართველო ბაზარია და არმია, რაღაც უბრალო ბოსტნეული, რომელიც ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა. კარგი იქნება, თუ მალე დაანებებენ ქართული ჯარის დაცინვას თავს. აშკარად გამოჩნდა, რომ მისთვის მთავარი მინისტრის სავარძელი იყო. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ მინისტრობის მიღების შემდეგ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უმალ შეცვალა პოზიცია საარჩევნო კოდექსზე და უარი განაცხადა საყდრისის თაობაზე საპარლამენტო კომისიის შექმნაზე, იმის მიუხედავად, რომ თავიდან ორივე საკითხზე სხვაგვარად ფიქრობდნენ“, – განაცხადა ახალაიამ.

ამასთან, ექსმინისტრი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა ქართულ ჯარს „მონღოლივით გადაუარა“ და გმირი ჯარისკაცების ნაწილი ციხეშია, ნაწილი დევნილობაში, ნაწილი კი „სრულ გაუგებრობადქცეულ არმიას შემორჩა“.

banner
წინა სტატიაშიბაჩო ახალაია: ირაკლი ალასანია ჩვეულებრივი ნამუსგარეცხილი ავატიურისტია
შემდეგი სტატიამოსამართლემ ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა