ბაჩო ახალაია: ირაკლი ალასანია ჩვეულებრივი ნამუსგარეცხილი ავატიურისტია

ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელი

ბაჩო-ახალაიათავდაცვის ყოფილი მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, ასევე თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ალასანიას „ნამუსგარეცხის ავანტიურისტს“ უწოდებს.

როგორც ახალაიამ გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, თავის დროზე ალასანიამ საქართველოსთვის თავდადებული გმირების ოჯახები პოლიტიკური შურისძიების მიზნით გაწირა.

„ირაკლი ალასანიაზე მე ნუ მკითხავთ, ჩემი აზრი ყველამ იცის, ის ჩვეულებრივი ნამუსგარეცხილი ავატიურისტია! ჰკითხეთ მას, რატომ იფშვნეტდა ხელებს, როცა პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოსთვის თავდადებულ გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც სისხლი დაღვარეს ქვეყნისთვის, ზუსტად ის პროკურორები და მოსამართლეები იჭერდნენ და ასამართლებდნენ უტიფრად, ვინც ახლა მის ბუღალტრებს გადაეკიდა?! ჰკითხეთ, რატომ გაწირა მათი ოჯახები, რატომ დატოვა ათასამდე ადამიანი უმუშევარი, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემთვის ევნო! ამის მერე ვინმე ისაუბრებს მის პროგრესულ ღირებულებებზე? ავანტიურისტებს მხოლოდ ერთი ღირებულება აქვთ – საკუთარი კეთილდღეობა და მორჩა! მართალია, იგი იყო და რჩება რუსულ საფრთხედ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენმა თავდაცვის დოქტრინამ ასეთი მოვლენა თავის დროზე ვერ გაითვალისწინა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ამ არსებასთან არასდროს არაფერი ესაქმებოდა“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

banner
წინა სტატიაში27 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება
შემდეგი სტატიავიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელი