მოსამართლემ ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

კაბელების საქმეზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულთათვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყება.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ პროკურორებს მიმართა, ხომ არ მიმდინარეობს მის მიმართ რაიმე გამოძიება.

სავარაუდოდ, მოსამართლემ იგულისხმა პრესით რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, გარკვეული კონტაქტები ქონდეს ირაკლი ალასანიასთან.

ამ კითხვაზე მოსამართლეს უპასუხეს, რომ მის მიმართ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს.

მომდევნო სხდომა 10 ივლისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშივიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელი
შემდეგი სტატიაზურაბ მელიქიშვილი: ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომ ეროვნული ბანკი გამოშიგნოს