ვენაში ,,გეი,, შუქნიშნები გაჩნდა

ვენეში ათობით შუქნიშანი შეიცვალა ქუჩის გადასასვლელებზე. ჩვეულებრივი ფიგურების ნაცვლად ახლა შუქნიშნებზე გეი და ერთსქესიანი წყვილებია აღნიშნული.
შუქნიშანი დაახლოებით 120 ადგილას შეიცვალა. ქალაქის მთავრობა ამბობს, რომ ეს ქალაქის ფართო ხედვას უსვამს ხაზს. ტონი მაჰდალიკმა „თავისუფლების პარტიიდან“ განაცხადა, რომ „ეს გაგიჟებული გენდერული პოლიტიკის დემონსტრირებაა“.
მისი აზრით, უმჯობესი იყო თანხა უმუშევრებისა და ღარიბებისთვის გადაეცათ.
ქალაქის ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ ახალი შუქნიშნები ხალხის უსაფრთხოდ მოძრაობას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაშიერაყმა ,,ისლამური სახელმწიფოს,, ლიდერის სიკვდილი დაადასტურა
შემდეგი სტატიაჟან-კლოდ ვან დამის ცეკვა 25 წლის შემდეგ (VIDEO)