ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი პროკურატურაში დაიბარეს

ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ადვოკატი ადასტურებს.

როგორც თუმანიშვილი აცხადებს, უწყება მან დღეს მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას დაკითხვაზე ხვალ, 13 დეკემბერს პროკურატურაში ელოდებიან.

თუმანიშვილმა არ იცის, თუ რას უკავშირდება პროკურატურაში მისი დაბარება.

„მე პოლიციასთან არანაირი შეხება არ მქონია,” – აცხადებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი.

მერაბიშვილის ადვოკატს პროკურატურაში 11 საათზე ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო არაფერს გააკეთებს ტერიტორიების დათმობის ხარჯზე
შემდეგი სტატიასასაზღვრო გამშვები პუნქტი “დარიალი” ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს