სასაზღვრო გამშვები პუნქტი “დარიალი” ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს

სასაზღვრო გამშვები პუნქტი “დარიალი” ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც დიდთოვლობის გამო მიმოსვლა 6 იანვრიდან აკრძალული იყო, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ორმხრივად აღდგა, გარდა ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტისა – მათთვის მოძრაობა დაშვებულია ჯაჭვების გარეშე. აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას აკონტროლებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
ასევე გაცნობებთ, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტი “დარიალი” ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაშ

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი პროკურატურაში დაიბარეს
შემდეგი სტატიავინ დაიკავებს უზენაესის სასამართლოს თავჯდომარის თანამდებობას?