ვალერი გელბახიანი: პროკურატურას არ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ დაედასტურებინა, რომ იძებნებოდა კეზერაშვილი კრიმინალური ფაქტის ჩადენის გამო

უგვირგვინო მეფის სტატუსში მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მეფე თავის კაბინეტიდან მართავს ქვეყანას

თავდაცვის ყოფილი მინისტრსის დავით კეზერაშვილის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოღებას იურისტი ვალერი გელბახიანი ეხმაურება და “პირველ რადიოსთან” საუბარში განმარტავს, თუ რა შემთხვევაში წყდება პირის ძებნა. გელბახიანის განცხადებით სავარაუდოდ პროკურატურას რომელმაც გამოცხადა ძებნა არ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ დაედასტურებინა, რომ კეზერაშვილი იძებნებოდა კრიმინალური ფაქტის ჩადენის გამო და არა პოლიტიკური მოტივით.

“ინტერპორლი საერთაშორისო სამართლის ნაწილია და იქ არის სარეგლამენტო პროცედურა, ანუ ადმინისტრაციული პროცედურა, როგორი იხსნება ძებნა ინტერპოლიდან? – თუ დადასტურდება, რომ ძებნას აქვს პოლიტიკური მოტივები და არა წმინდა კრიმინალური ამ შემთხვევაში ჩერდება ძებნა. როგორც ჩანს განიხილეს ეს საკითხი ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურის მიხედვით და დაადგინეს, რომ არის საფუძვლები პოლიტიკური მოტივით იძებნებოდეს კეზერაშვილი და არა კრიმინალური დანაშაულისთვის. ამ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება საქართველოს, როგორც მხარის მონაწიელოების გარეშე მოხდა, ერთის მხრივ ეს ცუდია, იმიტომ რომ საქართველო როგორც წესი მიწვეული უნდა ყოფილიყო განხილვაზე, მაგრამ თუ არ ახმაურებდნენ ამას და საზოგადებამ არ იცოდა რომ იხილებოდა ეს საკითხი, ალბათ იმიტომ, რომ იცოდა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ინტერპოლი მოხსნიდა ძებნას. ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატუამ რომელმაც გამოცხადა ძებნა არ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ დაედასტურებინა, რომ იძებნებოდა კეზერაშვილი კრიმინალური ფაქტის ჩადენის გამო და არა პოლიტიკური მოტივით. ვფიქრობ რომ სხვაგვარად გადაწყვეტილებას ევროპის არცერთი ინსანტია არ მიიღებდა, რომ არ ქონოდა შესაბამისი საფუძვლები”,-განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: პრემიერის განცხადება ინტერპოლის მეთოდოლოგიის შეცვლაზე კომიკურია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი მღებრიშვილი დაინიშნა