შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი მღებრიშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად გიორგი მღებრიშვილი დანიშნა. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მღებრიშვილი აქამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი იყო. მინისტრობამდე მღებრიშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს იკავებდა. ის პრემიერ მინისტრის გუნდის წევრად ითვლება.

 

banner
წინა სტატიაშივალერი გელბახიანი: პროკურატურას არ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ დაედასტურებინა, რომ იძებნებოდა კეზერაშვილი კრიმინალური ფაქტის ჩადენის გამო
შემდეგი სტატიაყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე დაკავებულია ორი მოქალე