“18 დეპუტატი მივლინებაშია ზოგი ავად არის”- ვოლსკი პარლამენტის სხდომის ჩაშლის მიზეზებს განმარტავს

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

მმართველი გუნდის მიერ სხდომის ჩაშლის შესახებ ბრალდებებს დეპუტატები უარყოფენ. ამის შესახებ განცხადება გია ვოლსკიმ გააკეთა და თქვა, რომ ინფორმაცია დარბაზში ყოფი საპარალამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ რეგისტრაციაში არმონაწილეობის შესახებ არა აქვს. გია ვოლსკი სხდომის ჩაშლას ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს.

„უმრავლესობა იყო სრულად მომზადებული და სწორედაც მის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული საკითხის განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ 18 ადამიანი მივლინებაში, რამოდენიმე არის ავად ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ნაციონალური მოძრაობა მათთვის ვითომდა საინტერესო საკითხებზე შეკრებდა დეპუტატების საჭირო რაოდენობას,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია: ვისაც გიხარიათ-ნუ გიხარიათ მედიაში მიმდინარე პროცესები
შემდეგი სტატიაეკა ხოფერია: ყოველთვის ვეცადოთ დავუდგეთ გვერდში ჟურნალისტებს, მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლად და დამოუკიდებლად მუშაობის პირობები