ეკა ბესელია: ძებნის პროცედურიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ ადეიშვილს ბრალეულობა მოეხსნა

ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა.

ეკა ბესელიას განმარტებით, ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ მას ბრალეულობა მოეხსნა და ის ბრალდებები, რომლებიც მას აქვს წარდგენილი, გაქარწყლებულია.

“ის, რომ ბატონი ადეიშვილი თავს არიდებს დღემდე გამოცხადებას და მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას, სასამართლო წესით თავისი უდანაშაულობის დადასტურებას, ეს მე მიღრმავებს და მიძლიერებს ეჭვებს, თავად სტატუსის მინიჭება და ძებნის პროცედურიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ ადეიშვილს ბრალეულობა მოეხსნა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშირატომ იკამათეს ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა და ეკა ბესელიამ?
შემდეგი სტატია“საქართველოს მთავრობამ, ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა”