ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ეროსი კიწმარიშვილის საქმე მოხვდა

    ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც ევროპაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას შეეხება, მოხვდა შესწორება, სადაც საუბარია ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმეზე.
    ასამბლეა წევრი ქვეყნების მთავრობებს სთხოვს, გამოიძიონ ყველა ჟურნალისტის მკვლელობა.
    “სრულყოფილად იქნას გამოძიებული საქართველოში ერთ-ერთი მთავარი სატელევიზიო არხების დამფუძნებლისა და მედია მენეჯერის ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა”, – ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.
    ევროპაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომელიც ბოლო დროს მიღებულ სატელევიზიო რეკლამასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ეხება.
    “ასამბლეა შეშფოთებით აღნიშნავს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მედია მფლობელთა საკამათო ცვლილებებს და ბოლო პერიოდში მიღებულ კანონპროექტს, რომელიც მიმართულია კერძო მაუწყებელთა ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ და ამგვარად მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პოტენციური ზეგავლენისკენ”, – ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუიციაში.
    ევროპაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში შესწორებები “ნაციონალურ მოძრაობის” ინიცირებული იყო.

    banner
    წინა სტატიაში“საქართველოს ბანკის” ფილიალიდან თავდამსხმელმა მცირე თანხა გაიტაცა
    შემდეგი სტატიაევროკავშირთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას აშშ-ც გეგმავს