დღის განმავლობაში მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ 112-ში 47 შეტყობინება შევიდა

კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, არცერთი შეტყობინება, რომელიც ცხოველის ადგიმლდებარეობის შესახებ 112-ში შევიდა, არ დადასტურდა.

ამასთან, კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ეთნოგრაფიული მუზეუმის, კუს ტბისა და მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიის შესაბამის სამსახურებს დახმარებას უწევენ მონადირეთა ჯგუფები. მათ მიერ შემოწმდა კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც, რამდენიმე მოქალაქის განცხადებით, იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი. რაც შეეხება, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვეფხვის ფოტოს – ფოტომასალაზე დაყრდნობით სპეციალისტების მხრიდან გამოითქვა ვარაუდი, რომ ტერიტორიაზე შესაძლოა იყოს კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი. ამჟამად, ტარდება საძიებო სამუშაოები ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაგებულია ფოტო მახეები და ხორციელდება ტერიტორიის სისტემატური მონიტორინგი. კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ეთნოგრაფიული მუზეუმის, კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან”, – აცხადებენ სახელმიწოფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოში.

banner
წინა სტატიაში“საქმეზე აღარ არსებობდა რელევანტური საფუძვლები ბრალდებულთა პატიმრობაში დატოვებისათვის”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო ფორუმს – “საქართველოს ევროპული გზა” ესწრება