არასამათავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერი ბათუმში იმყოფება და მე-12 საერთაშორისო ფორუმს “საქართველოს ევროპული გზა” ესწრება .
ბიძინა ივანიშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერს ხვდება. დღესვე ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ შერმანს შეხვდება.
ღონისძიებები მედიისთვის დახურულია.