კახა კალაძე ტარიფების კიდევ უფრო ზრდას არ გამორიცხავს

ენეტრგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, დოლარის კიდევ უფრო გამყარებისა და სემეკში შესაბამისი განაცხადების შესვლის შემთხვევაში, მარეგულირებელს ელექტროენერგიის ტარიფებზე მსჯელობა კვლავ მოუწევს.

როგორც კალაძემ “კურიერში” ჩართვისას აღნიშნა, ელექტროენერგიის ტარიფები დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებაზე ძალიანაა დამოკიდებული.

“შესაბამისად თუ ჩვენ გვექნება ასეთი დიდი სხვაობა, როგორიც იყო ამ ბოლო თვეების, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა მაშინ მარეგულირებელ კომისიას ამ მიმართულებით მუშაობა მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისად თბოელექტროსადგურები და ასევე სადისტრიბუციო კომპანიები განაცხადს შეიტანენ, თუ მათ ზარალი მიადგებათ”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს სემეკმა „ენერგოპრო ჯორჯიას“ განცხადება დააკმაყოფილა და კომპანიის აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს გარეშე 3,48 თეთრით გაუძვირა. ამჟამად კი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში „თელასის” სატარიფო განაცხადია შესული, რომლის განხილვაც, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიდღეს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება
შემდეგი სტატიაჰაკერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი გატეხეს