დრეზდენის მოსახლეობა მიგრანტების მხარდასაჭერად აქციაზე გამოვიდა

დრეზდენში მიგრანტების მხარდასაჭერი მასობრივვი აქცია დასრულდა. ქალაქის პოლიციის მონაცემებით, მასში მონაწილეობა მიიღო ათასამდე ადამიანმა, აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი დაახლოებით 5 ათასი იყვნენ.
მიგრანტების მხარდასაჭერი აქციას “ანტინაცისტურმა ალიანსმა” გაუწია ორგანიზება. აქციის ორგანიზატორები ხმამაღლა ყვიროდნენ “თქვი ხმამაღლა, თქვი გარკვევით, მიგრანტებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძალება”.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აქციას თავითონ მიგრანტებიც შეუერთდნენ.
მიმდინარე წელს გერმანია დაახლოებით 800 ათას მიგრანტს ელოდება.
გასულ წელს ორგანიზაცია “პეგიდას” მიერ რამდენჯერმე ჩატარდა საემიგრაციო კანონის წინააღმდეგ აქციები. ისინი მიგრანტების ქვეყანაში მიღების წინააღმდეგი არიან.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მიგრანტების წინააღმდეგ “ამაზრზენ დამოკიდებულებას ვერ მოითმენს”.
ერთ-ერთი გერმანული ტელეკომპანიის გამოიკითხვით, გერმანელების 60% მერკელის პოლიტიკას მხარს უჭერს მიგრანტებთან მიმართებაში.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიც გააფორმა ტელეკომპანია იმედმა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა