დიმიტრი გაბუნია: ზვიად ჯანყარაშვილის სახელის დისკრედიტაცია ხდება და ასეთი ფორმის განცხადება უკვე ბოლო წვეთია

ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატების განცხადებით, ირაკლი კორძაიას მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ჯანყარაშვილისა და გია უდესიანის ბიზნესპარტნიორობის შესახებ არის ცილისწამება, სიბინძურე და სიცრუე.
როგორც ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ კორძაია მიმდინარე კვირაში მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს არ წარმოადგენს, სასამართლოში უჩივლებენ.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში ზვიად ჯანყარაშვილის სახელის დისკრედიტაცია ხდება და ასეთი ფორმის განცხადება უკვე ბოლო წვეთია. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რომელიც შესაძლოა, სადღაც დაიგეგმა. ეს არის სიბინძურე და ასეთი განცხადებები კორძაიამ გააკეთა როგორც ხარძიანის მეგობარმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოვითხოვთ, მისი მხრიდან, წარმოადგინოს მტკიცებულებები ჯანყარაშვილისა და უდესიანის ბიზნესპარტნიორობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანყარაშვილის უფლებების შელახვისთვის კორძაიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შევიტანთ, ხოლო თუ სისხლის სამართლებრივი დანაშაული გამოიკვეთა, ჩვენ უკვე პროკურატურას მივმართავთ”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ჯანყარაშვილსა და უდესიანს ერთმანეთში ნაცნობობა საერთოდ არ გააჩნიათ. ადვოკატის განცხადებით, ჯანყარაშვილის გვარის მიწებება ხარძიანის საზარელ მკვლელობასთან არის სულ მცირე სიბინძურე, რომელიც ან უნდა დაადასტურონ ან უარყონ.

ჯანყარაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, არანაირი დოკუმენტაცია ბიზნესპარტნიორობის შესახებ არ არსებობს.

“ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ ჯანყარაშვილი ხელს უშლიდა ხარძიანისთვის ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოძიებას უდესიანთან ბიზნესპარტნიორობის გამო. ყანყარაშვილს კორძაია ადანაშაულებს, რომ როგორც თანამდებობის პირმა, ხელი შეუშალა საქმის გამოძიებას ანუ, ბოროტად გამოიყენა მისი თანამდებობა. ეს არის სიცრუე და მოვითხოვთ, წარმოადგინოს დოკუმენტები ამ ინფორმაციის შესახებ, თუმცა არანაირი დოკუმენტი არ არსებობს. ეს არის ცილისწამება”, – განაცხადა სალიამ.

ადვოკატების განცხადებით, რამდენიმე დღეში უკვე თავად ჯანყარაშვილიც წარსდგება საზოგადოების წინაშე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ვერც კი წარმოიდგენთ პირადად მე, ამ დროში და თმენაში გაწელილ დაფასებას როგორ განვიცდი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დიფერენცირება “ნაციონალების” რეჟიმს დაგვამსგავსებს