კახა კალაძე: ვერც კი წარმოიდგენთ პირადად მე, ამ დროში და თმენაში გაწელილ დაფასებას როგორ განვიცდი

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, აპრილიდან პარტია რეგიონებში გასვლას და მოსახლეობასთან, აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან ყველა საკითხზე საუბარს გეგმავს.

კალაძე დარწმუნებულია, რომ პარტიის რებრენდინგისა და განახლების შემდეგ გულდაწყვეტილად და მიტოვებულად თავს არავინ იგრძნობს. როგორც კალაძემ ვიდეოდიალოგისას აღნიშნა, ის “ქართულ ოცნებას”, შექმნის დღიდან როგორც ხალხის ინტერესების გამტარებელ პარტიას ისე განიხილავს.
“გულწრფელად ვთვლი დღემდე, რომ ჩვენ ყველანი “ქართული ოცნების” ჯარისკაცები ვართ, იმის და მიუხედავად, ამჟამად ვინ სად ვიმყოფებით. პირადად მე ბევრი რამ მაქვს სათქმელი და  ყველასთვის ინდივიდუალურად, რასაც ჩემი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან მაქსიმალურად ვცდილობ და ყოველთვის ვიქნები დიალოგში თქვენთან. დავდივარ რეგიონებში, მაქვს ხალხთან კომუნიკაცია. ამჟამად იგეგმება უკვე რეგიონებში გასვლები როგორც პარტიის გენერალური მდივნის, როგორც კოალიციის წევრის და უბრალოდ პოლიტიკოსის რანგში. ამ ურთიერთობის ფორმატში ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ჩვენ, “ოცნების ჯარისკაცებს” გვეხება და პირველ რიგში ვეცდებით ერთობლივი ძალებით ყველა პრობლემის მოგვარებას. ვერც კი წარმოიდგენთ პირადად მე, ამ დროში და თმენაში გაწელილ დაფასებას როგორ განვიცდი. მიმაჩნია, რომ პარტიის რებრედინგი, განახლება, ახალი სტრუქტურა და რეგიონები მაქსიმალური აქტიურობა, ამ უდიდეს პრობლემას და ხარვეზს უმოკლეს დროში, თითოეულ ჩვენგანს გამოასწორებინებს. “ქართული ოცნება” ხალხის პარტიაა და შეიქმნა იმიტომ, რომ გჭირდებოდათ. ასე რომ, თქვენი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება განახლება და დარწმუნებული ვარ, გულდაწყვეტილად ან მიტოვებულად არავინ იგრძნობს თავს”, – განაცხადა კალაძემ.

 

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადიმიტრი გაბუნია: ზვიად ჯანყარაშვილის სახელის დისკრედიტაცია ხდება და ასეთი ფორმის განცხადება უკვე ბოლო წვეთია