კახა კალაძე: პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დიფერენცირება “ნაციონალების” რეჟიმს დაგვამსგავსებს

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” “ენის მოჩლექვით” არავინ საუბრობს და სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს.

“ნაციონალურ მოძრაობასთან”, მათ მიერ მართულ არასამთავრობო თუ მედიასაშუალებეთან “ენის მოჩლექით” საუბარის დასრულებასა და პოლიტიკური სტრატეგიის გადახედვაზე ვიდეოდიალოგისას დასმული კითხვის საპასუხოდ კალაძემ მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის მიმართ მოლოდინებს, უსამართლობისა და უკანონობის გამო წლობით ნაგროვები აგრესია და რევანშის მოთხოვნილება განაპირობებს.

“ეს “ენის მოჩლექით” საუბარი არაა. ეს არის სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება კანონისა და სახელმწიფოსი, თითოეული მოქალაქისადმი. ძალიან სამწუხაროა, რომ უსამართლობის, უკანონობის გამო წლობით ნაგროვები აგრესია, რევანშის მოთხოვნილება, კანონის მიმართ ჩვენს მოლოდინებს განაპირობებს. ჩვენ უნდა დავგდეთ კანონის სადარაჯოზე, ვინაიდან უკანონობით, ემოციებითა და განწყობებით ქვეყნის მართვა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დიფერენცირება “ნაციონალების” რეჟიმს დაგვამსგავსებს. ისევ დავუბრუნდებით წარსულს და ისეთი არანორმალური სახელმწიფო წყობა გევქნება, როგორსაც ვებრძოლეთ და დავამარცხეთ. თქვენ თქვენს მიმართ მოითხოვეთ სამართლიანობა, კანონის ფარგლებში სახელმწიფო ინსტიტუტების დამოკიდებულება. იმ ადამიანებს კი, ვისაც რაიმე სახის დანაშაული მიუძღვით შესაბამისი სამსახურები, კანონის ფარგლებში მოსთხოვენ პასუხს”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი გაბუნია: ზვიად ჯანყარაშვილის სახელის დისკრედიტაცია ხდება და ასეთი ფორმის განცხადება უკვე ბოლო წვეთია
შემდეგი სტატიახვალიდან ამინდი გაუარესდება