დემონსტრაცია ფრონტექსის წინააღმდეგ

შსს-ში არ ადასტურებენ, რომ სასამართლოდან გაპარული პატიმარი პოლიციას თავად ჩაბარდადღეს გერმანიაში, ესპანეთში, მაროკოში, იტალიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გაიმართა დემონსტრაცია, რომელიც 2014 წელს ესპანეთის და საბერძნეთის საზღვრებთან მომხდარ ტრაგედიას მიეძღვნა.
ბერლინში დემონტსრანტებმა აქციები ჩაატარეს ესპანეთის და მაროკოს საეჩოებთან, ასევე გერმანიის ბუნდესრატის შენობის წინ.
დემონსტრანტებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან დახოცილი მიგრანტების სიმბოლოდ და ფრონტექსის პოლიტიკის პროტესტის ნიშნად სპეციალურად დამზადებული კუბოებით ჩაატარეს პერფორმანში.
გერმანიაში დემონსტრციაში მონაწილეობის მისაღებად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ აქტივისტები.
2014 წლის 6 თებერვალს ესპანელმა მესაზღვრეებმა ქვეყნის ერთ-ერთ კუნძულთან გამოჩენილ ნავში მსხდომი მიგრანტები ჩაცხრილეს. ესპანეთის მთავრობამ ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო და სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელიც ერთი წლის შემდეგაც არ არის გამოძიებული.
ესპანეთის ამბებიდან ერთი თვით ადრე იგივე შემთხვევა მოხდა საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულთან, სადაც მესაზღვრეების ტყვიას 16 ქალი და ბავშვი შეეწირა. ნავზე მყოფთაგან რამდენიმე ადამიანი გადარჩა, რომლებიც მომხდარის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალურად ყვებოდნენ თუ როგორ ყვიროდნენ ნავზე მყოფი ქალები და შველას ითხოვდნენ ბავშვები. მესაზღვრეებმა და საბერძნეთის მთავრობამ მომხდარი შტორმს დააბრალა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ტერაქტი აღკვეთეს
შემდეგი სტატიაუკრაინის უშიშროებამ დივერსანტების მომმარაგებლები დააკავა