დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტროენეგიის მიწოდება შეეზღუდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს, 5 ოქტომბერს ელექტროენეგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც “თაიმერს” კომპანია “თელასიდან” აცნობეს, კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: I და II ხეივნის და დიდი ხეივნის II, III ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ჭილაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების , ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, იმერეთის, გრუზინსკის, ჯავის და მოლოკოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონის და ნინუას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, საექიმოს გასასვლელის, სამხედრო ქალაქის, ნავთლუღის, ბაბისხევის, ჟონეთის და მრევლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის II დასახლების IV და V ქუჩების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს და ქაიროს ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეიშვილი: ასეთი შეფასებები იშვიათად კეთდება და უკიდურესად საეჭვო რეჟიმების მიმართ
შემდეგი სტატიაშოთაძე არ ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე განიხილება