თამარ ჩერგოლეიშვილი: ასეთი შეფასებები იშვიათად კეთდება და უკიდურესად საეჭვო რეჟიმების მიმართ

“ტაბულას” დამფუძნებელი და დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, კერძოდ კი იმ ნაწილზე, სადაც სერგეი მაგნიტსკი და ვანო მერაბიშვილი ერთ კონტექსტში არიან მოხსენიებული.

თამარ ჩერგოლეიშვილი წერს:

“ვანო მერაბიშვილი და სერგეი მაგნიტსკი ერთსა და იმავე კონტექსტში არიან მოხსენიებული, ევროპის ყველაზე ფართო საერთაშორისო საკანონმდებლო ფორუმის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ.

აი აქ წერია:

7.1. put pressure on detainees in order to coerce them into confessing to a crime or otherwise co- operating with the prosecution, including by testifying against a third person (for example the case of Sergey Magnitsky, in the Russian Federation, and certain cases of opposition leaders in Georgia, such as former Prime Minister Merabishvili);

7.1 ზეწოლას ახდენდნენ პატიმრებზე აღიარების გამოძალვის ან ბრალდებასთან სხვა ტიპის თანამშრომლობის მიზნით, მათ შორის მესამე პირის წინააღმდეგ ჩვენების იძულებით. (მაგალითად სერგეი მაგნიტსკის საქმე რუსეთის ფედერაციაში, და ზოგიერთი საქმე ქართველი ოპოზიციური ლიდერების, მაგალითად ყოფილ პრემიერმინისტრ მერაბიშვილის);

მაგნიტსკი ხომ იცით, “რასაც” ნიშნავს?

2012 წელს ობამამ და კონგრესის ორივე პარტიამ მიიღეს კანონი, სახელად მაგნიცკის აქტი. ეს აქტი გულისხმობდა იმ ადამიანების დასჯას, ვინც მაგნიტსკის მკვლელობაში იყო გარეული 2009 წელს, მოსკოვში.

ანუ მაგნიტსკი არის ადამიანი, რომელიც კანონის რანგშია აყვანილი და მასთან ვინც დააშავა, იმის დასჯა უნდათ.

მაგასთან ერთადაა მოხსენიებული ვანო მერაბიშვილი.

მანამდე ერთმა ევროპელმა დეპუტატმა ამათ საქციელს ბარბაროსობა უწოდა.

ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა – ასეთი შეფასებები იშვიათად კეთდება და უკიდურესად საეჭვო რეჟიმების მიმართ…”, – აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმერკელის პოპულარობა მიგრანტების გამო ეცემა
შემდეგი სტატიადედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტროენეგიის მიწოდება შეეზღუდება