შოთაძე არ ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე განიხილება

ირაკლი შოტაძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე მისი დანიშვნის შესახებ არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს არსად. ბადაშვილის მოადგილის განცხადებით, ის თავის სამსახურებრივ მოვალეობებს ამ დროისათვის კონკრეტულად იმ თანამდებობაზე ასრულებს, რაც დღესდღეობით უკავია.

“ამ ეტაპზე რაც მიმდინარეობს არის ის, რომ ახალი კანონიდან გამომდინარე მიმდინარეობს მზადება, რათა ჩატარდეს საქართველოს პროკურატურის ისტორიაში პირველი კონფერენცია, რომელიც საპროკურორო საბჭოს რვა წევრს შეარჩევს. ეს 8 წევრი საპროკურორო საბჭოში წარმოადგენს პროკურატურის კვოტას, რომლებიც არჩეული იქნებიან საქართველოს პროკურატურის, პროკურორებისა და გამომძიებლებისგან”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა განიხილოს, იგი პასუხობს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნაადრევია. “ამ ეტაპზე რეფორმა ჯერ ბოლომდე არ მისულა. შესაბამისად, არის მთელი რიგი პროცედურები, რაც ჯერ უნდა ჩატარდეს და ამაზე საუბარი ნაადრევია, – აღნიშნა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტროენეგიის მიწოდება შეეზღუდება
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილი : არჩევნებისთვის ისუფთავებენ მედია ველს