„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პროექტი და გეგმა ბოლომდე მივა“

თავდაცვის ყოფილმა და მოქმედმა მინისტრებმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში თინა ხიდაშელის და მინდია ჯანელიძის ერთობლივი განცხადება გაკეთდა.

მინდია ჯანელიძემ გენერალური შტაბის პირად შემადგენლობას და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ დღეს ახალ მინისტრთან ერთად შევხვდით ხელმძღვანელობას. მოხდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ქალბატონ თინასთან მე მანამდეც მქონდა შეხვედრა, რომელზეც ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ და სადაც მიმდინარე ძირითადი პროცესების შესახებ ვისაუბრეთ. ასევე ვისაუბრეთ იმ ჩვენი შეახებ, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში ხორციელდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პროექტი და გეგმა ბოლომდე მივა“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრად 2 მაისს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიგარემოს და ბუნებრივი დაცვის ახალი მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამინისტროში იმყოფება
შემდეგი სტატია“დასაკარგი დრო არ გვაქვს, მუშაობა სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს”