გარემოს და ბუნებრივი დაცვის ახალი მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამინისტროში იმყოფება

ახლადდანიშნულ მინისტრი სამინისტროში მის წინამორბედს ელგუჯა ხოკრიშვილს და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.

“ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ბუნებრივია, გარემოსდაცვითი ევროპული პრინციპიების დანერგვა სამინისტროს ერთი მთავარი მიმართულებაა. ეს პრინციპები გულისხმობს იმ ბალანსის, ოქროს შუალედის პოვნას, რომელიც ამ ორ ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება აერთიანებდეს, ერთის მხრივ გარემოსდაცვითი პრინციპების დაცვა, მეორეს მხრივ, ეკონომიკის განვითარება და მათ შორის, ენერგეტიკული სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია. ასე რომ, ჩვენი ამოცანაა, ვიპოვოთ ეს ოქროს შუალედი”,-განაცხადა აგულაშვილმა
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მიისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მიისტრად მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა.
banner
წინა სტატიაშილატვიამ თავის საზღვართან რუსული ხომალდები დააფიქსირა
შემდეგი სტატია„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პროექტი და გეგმა ბოლომდე მივა“