ერევანში რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ფოტო გამოფენა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ დიპლომატიურ ბრძოლას აძლიერებს.

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ერევანში რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ფოტო გამოფენა გაიმართა.
როგორც “თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თენგიზ შარმანაშვილმა გახსნა, მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ელჩმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, მის შედეგებსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დღეს არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში ელჩმა სტუმრების შეკითხვებს უპასუხა. საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელები, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ქართული დიასპორა და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიტრანსგენდერ საბის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
შემდეგი სტატიადანიის სამეფოში რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გაიმართა