“თუ გეშინიათ, რომ არ მოგისმინონ, მაშინ მართლა უნდა მოგისმინონ, ძმაო,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა რამდენიმე წუთის წინ პლენარულ სხდომაზე გამოსვლის დროს გააკეთა.
“აი, თქვენს ხელში იქნება მოსმენების აპარატურა. რასაც აქ ვამბობ, ამას ვამბობ მეგობრებთან, სუფრაზე, ქუჩაში, ტელეფონშიც. თუ ვინმე ისეთ რამზე საუბრობთ, რომ გეშინიათ, მაშინ უნდა მოგისმინონ მართლა, ძმაო. თუ ქვეყნის დამანგრეველ თემებზე საუბრობთ, უნდა მოგისმინონ, მაგრამ არ მოგისმენენ,” – განაცხადა დავით საგანელიძემ.