უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, უკრაინული რადას საპარლამენტო კომისიას სასამართლოში უჩივის… ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე კვიტაშვილმა კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოს მიმართა, რათა ამ უკანასკნელმა უკრაინის პრემიერს და მინისტრთა კაბინეტს, მის მიმართ საპარლამენტო კომისიის მიერ განხორციელებული სამსახურეობრივი მოკვლევის შედეგების განხილვა აუკრძალოს… მოპასუხედ კი კვიტაშვილმა საპარლამენტო კომისიის ის 14 დეპუტატი დაასახელა, რომლებმაც მის მიმართ სამსახურეობრივი გამოძიება აწარმოეს… ხოლო მესამე მხარედ, კვიტაშვილმა მინისტრთა კაბინეტის და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვა მოითხოვა.
კვიტაშვილი თვლის, რომ უკრაინის რადაში მოკალათებული მაფია განგებ ბლოკავს ჯანდაცვის რეფორმას, რადგან ამ სფეროში დიდი ფინანსური ინტერესები გააჩნიათ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ჯანდაცვის ქართველი მინისტრის მიმართ სამსახურეობრივი გამოძიების დაწყება, მაისის ბოლოს უკრაინულ პარლამენტს, პრემიერმა იაცენიუკმა 66 დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე დაავალა… კვიტაშვილმა კი 2 ივლისს გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება… თუმცა დღემდე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ინარჩუნებს.