დავით უსუფაშვილი: ნატო-ს გენმდივანმა დაგმო ის მოვლენები, რაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარდა

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ერთდღიანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

დავით უსუფაშვილის თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და გმობენ ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს.

უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ალიანსი მომხრეა, საქართველოს ხელისუფლება არ აჰყვეს პროვოკაციას.

„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ასევე ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელებმა სრულიად ცალსახად დაგმეს ის მოვლენები, რაც ბოლო ხანებში განვითარდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებულნი. მათი პოზიცია არის მყარი. საჯაროდაც გამოხატეს, რომ ისინი გმობენ ამდაგვარ მოვლენებს ისევე, როგორც აფხაზეთთან, ცხინავლთან დადებულ ე.წ. სათანამშრომლო ხელშეკრულებებს რუსეთის მხრიდან. მათი რეკომენდაციაა, რომ არათუ ინიციატორები ვიყოთ დამატებითი დაძაბულობის, არამედ არ ავყვეთ პროვოკაციას,“ -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: ყველა ვინც ნდობა გამომიცხადა დარწმუნდება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე: თუ გეშინიათ, რომ არ მოგისმინონ, მაშინ მართლა უნდა მოგისმინონ, ძმაო