დიმიტრი ხუნდაძე: ჰყოფნით გამბედაობა და ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რაც მათ ხელთ იყო და არაფერი გააკეთეს

პარლამენტის საშემოდგომო სესია ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, სოციალურად დაუცველთა დახმარებაზე საუბრობდა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ უპასუხა.

“ჰყოფნით გამბედაობა და ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რაც გუშინ მათ ხელთ იყო და არაფერი არ გააკეთეს. მთელი აგვისტოს თვე ერთ თემაზე აპელირებდნენ, სოციალურად დაუცველთა მინიჭების ახალ კრიტერიუმებზე. მესმის, რომ ყოველ ახალ პროექტს გარკვეული ხარვეზები ახასიათებს, მაგრამ ჩვენ ეს ხარვეზები დროულად აღმოვაჩინეთ, ვაღიარეთ და დავაკორექტირეთ. თუმცა იმ ადამიანების რისხვა ნამდვილად დავიმსახურეთ, რომელთაც სოციალური სტატუსი არ ეკუთვნოდა, მაგრამ წინა ხელისუფლების მიერ მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო ჰქონდა მინიჭებული,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამ განცხადების შემდეგ გიორგი ვაშაძემ საპასუხო კომენტარი გააკეთა.

„დღეს ბატონი ხუნდაძე გამოდის და ამბობს, რომ თურმე სოციალურად დაუცველებს დახმარება სწორად შეუწყვიტეს. მოსახლეობასთან შეხვდრის დროს არაერთი ადამიანი ვნახე, რომელიც იმის გამო ტირის, რომ თქვენ სოციალური დახმარება შეუწყვიტეთ. მოდით, მაშინ თქვენ გვაჩვენეთ ის ოჯახები, ვისაც დახმარების შეწყვეტა რეალურად ეკუთვნოდა და სწორად შეუწყვიტეთ, არცერთი ასეთი ოჯახი მე არ მინახავს”, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით დონდუა: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მცოცავი ანქსიის პროცესი ერთგვარად ჩრდილში მოექცა
შემდეგი სტატიაგია ჟორჟოლიანი: თუ მუდმივად დავკავდებით ოპონენტების მიმართ პასუხით, ქვეყნის საქმეს წინ ვერ წავწევთ