დაესწრება თუ არა დავით სერგეენკო პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, უახლოეს დღეებში, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება მისი დასწრება პარლამენტში, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე.

„პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება და მან თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას. დავესწრები თუ არა პირადად მოხსენებას, უახლოეს დღეებში, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება“, – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში 31 მარტს წარსდგება.

banner
წინა სტატიაშინატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხები კანადაში განიხილა
შემდეგი სტატიაქობულეთის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს