ქობულეთის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობას ახორციელებს

ქობულეთის შემოვლითი გზის მე–2 ლოტზე მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე აზიის ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტის შესაბამისად, 18.9 კილომეტრიან მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 16 ხიდის, მათ შორის 7 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა.

აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაირთვება, რაც კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, გაადვილდება, როგორც ადგილობრივი მოქალაქეების, ისე სატრანზიტო გადაადგილება. სამუშაოებზე 350-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს .

banner
წინა სტატიაშიდაესწრება თუ არა დავით სერგეენკო პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
შემდეგი სტატია„გაერთიანებული დემოკრატები“ გურჯაანის პოლიციის უფროსის გათავისუფლებას მოითხოვენ