ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხები კანადაში განიხილა

უკრაინის კრიზისის მოგვარება იყო განხილვის მთავარი თემა კანადის დედაქალაქში, სადაც ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალურ მდივანი იმყოფება. იენს სტოლტენბერგმა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება და რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხე კანადის პრემიერ-მინისტრთან დახურულ კარს მიღმა განიხილა.

ამავე თემაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა კანადის თავდაცვის მინისტრთან და საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელთანაც ილაპარაკა, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ კომენტარები არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია მთავრობის გადაყენების საკითხს სერიოზულად არ მიიჩნევს
შემდეგი სტატიადაესწრება თუ არა დავით სერგეენკო პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი