დაგვიანდა თუ არა ხელისუფლების რეაქცია სტიქიის დროს?

დაგვიანდა თუ არა ხელისუფლების რეაქცია სტიქიის დროს?ქალაქის მერის მტკიცებით, ხელისუფლება ასეთ სტიქიას არ ელოდა და შესაბამისად მოსახლეობის გაფრთხილება და ევაკუაცია დროულად ვერ მოხერხდა.ნარმანია ინფორმაციას 112-ის არაადეკვატური დახმარების თაობაზე “არასწორს” უწოდებს.

ქალაქის მერის განმარტებით, ვითარება იყო პანიკური და უამრავი ზარის გამო სამაშველო სამსახურები ვერ ასწრებდნენ ყველგან მისვლას.

„ჩვენთან რაიმე სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე გადაუდებელი ღონისძიება და მოსახლეობის ევაკუაცია იყო საჭირო, არ შემოსულა.
როცა საუბარია იმაზე, რომ ერთდროულად მოდის წყლის დიდი მასა, როცა პანიკური სიტუაცია იქმნება და როცა ყველა ერთდროულად რეკავს ერთი და იგივე ტელეფონზე, კოორდინაციის პრობლემა, როგორც წესი, დგება ხოლმე. 20 წუთის ინტერვალით წყლის დონემ მოიმატა 4 მეტრით და შეუძლებელი გახდა ადამიანების გამოსვლა სახლიდან.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როცა მეწყერი ჩამოწვა და 1400 მეტრის დონიდან არის წყლის ვარდნა, ასეთ შემთხვევაში რამდენ ხანში შეიძლება „ა“ წერტილიდან „ბ“ წერტილამდე მოვიდეს წყლის დიდი მასა? გაქვთ საერთოდ წარმოდგენა ასეთ რამესთან დაკავშირებით, როცა კითხვას სვამთ? თუ უბრალოდ ვიღაცამ მოგიმზადათ ასეთი კითხვები რომ დაგესვათ ჩემთვის“,- აღნიშნა ნარმანიამ.

ქალაქის მერის მტკიცებით, ხელისუფლება ასეთ სტიქიას არ ელოდა და შესაბამისად, მოსახლეობის გაფრთხილება და ევაკუაცია დროულად ვერ მოხერხდა.ნარმანია ინფორმაციას 112-ის არაადეკვატური დახმარების თაობაზე “არასწორს” უწოდებს.

 

“ექსპერტების მიერ საკითხის შესწავლა და მათი დასკვნა გვიჩვენებს იმას, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის უნდა გადაეგზავნოს თუ არა პროკურატურას. თუმცა, ექსპერტების დასკვნის გარეშეც შეიძლება გადაეგზავნოს მასალები და ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რათა მათ შესაბამისი საპროცესო ქმედებები დაიწყონ,” – განაცხადა  ნარმანიამ თოქ-შოუ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში. 

 

banner
წინა სტატიაშიპუტინი: ჩვენ არ გვაინტერესებს სად დახარჯა უკრაინამ ჩვენი ფული
შემდეგი სტატია“ჩემი შესწავლის საგანი გახდება სამაშველო სამსახურის ფინანსები და ტექნიკური აღჭურვა” – უჩა ნანუაშვილი